16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფში - ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატთა მოსმენებზე 

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს კონკრეტული გეგმა უნდა გაწეროს. ნინო სანდოძის, თამარ ოქროპირიძის, თეა ძიმისტარაშვილისა და გენადი მაკარიძის კანდიდატურები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იურდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო პროცესში.

"მე შევთავაზებ დღეს კომიტეტს იმ პროცედურას თუ როგორ შეიძლება წარიმართოს გასაუბრება კომიტეტში. იურდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ ფრაქციას აქვს სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფში, ჩვენ მათ ეს შევთავაზეთ, თუ რაიმე პრეტენზია და კითხვის ნიშანი აქვთ, დასვან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. თუ ამას ისინი არ აკეთებენ და მხოლოდ კამერების წინ აკეთებენ კომენტარს, ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხს პოლიტიკურად აფასებენ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას, "გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას თქმით, მოსამართლეების დანიშვნისაგან თავი უნდა შეიკავონ, შესაბამისად ის ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გასაგებად გვითხრეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნისაგან თავი უნდა შევიკავოთ და სხვა მიმართულებით ვიმოძრაოთ. შესაბამისად მე ამ პოზიციას ვუჭერ მხარს, შეიძლება გავიგო ამბავი რა ხდება, თუმცა არ მივიღებ მონაწილეობას,“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ

დღის ამბები