16 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
ესენი არიან ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები, სურთ დემოკრატიის გვერდის ავლით როგორმე დაიბრუნონ ძალაუფლება - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე 

ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს განსხვავებული დამოკიდებულებები. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია დეპუტატებმა გამოიყენონ თავიანთი მანდატი და ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. 

"მოგეხსნებათ, რომ პარლამენტის წევრების უპირველესი მოვალეობა გახლავთ საპარლამენტო საქმიანობა. მანდატი სწორედ ამისთვის არის მინიჭებული ამომრჩევლის მხრიდან, ეს მისასალმებელია, ამიტომ ვისურვებ, რომ ისინი ჩაერთონ ყველა შინაარსობრივ საკითხში, კომიტეტის ფარგლებში და ჩვენ ერთად ვიმსჯელოთ, გავმართოთ დებატები, პაექრობა, კამათი შინაარსობრივად და საგნობრივად ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  

მსგავსი დამოკიდებულება აქვთ მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებსაც.  პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შლვა პაპუაშვილის შეფასებით, იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ, დემოკრატიის გვერის ავლით ხელისუფლებაში მოსვლა სურთ.

"ეს პოლიტიკური ორგანიზაციები არიან ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიას, არ აღიარებენ, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლება ნაწილდება ამომრჩევლების მიერ საარჩევნო ყუთთან და სწორედ ამომრჩეველი წყვეტს იმ ძალთა ბალანსს, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკური კუთხით. არ და ვერ იღებენ ამას, სურთ იყვნენ ხელისუფლებაში, ამიტომაც არის ყველა ეს მცდელობა, დემოკრატიის გვერდის ავლით როგორმე დაიბრუნონ ძალაუფლება,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები