16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის შესახებ

გორის ჰოსპიტალში ექპრეზიდენტის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და  მისი მეუღლე ლიზა იასკო ცოტახნის წინ შევიდნენ.

გიული ალასანიას განცხადებით, ექიმების მიერ წარმოდგენილ თავისუფალი მკურნალობის ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, თუმცა ეს მათზე დამოკიდებული არ არის.

"გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის," - აღნიშნა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა დღეს პირველად მოინახულეს. 

დღის ამბები