16 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
წლის ბოლოსთვის მთავრობას ექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს - ლევან დავითაშვილი მთავრობის ახალ სოციალურ პოლიტიკაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაცხადებული ინიციატივით ქვეყანაში ბევრი სოციალური საკითხის გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი. 

როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, წლის ბოლოსთვის იქნება ისეთი მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს.

"ჩვენ უახლოეს ხანებში, წლის ბოლოსთვის გვექნება ისეთი მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უპასუხებს. კერძოდ, მინდა განვმარტო, რომ ის ინიციატივა, რომელიც გაჟღერებული იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სოციალური პირობები უნდა გაუუმჯობესდეთ.

ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდეს და არანაირად არ უნდა გაუარესდეს. ეს ეტაპობრივად მოხდება, ერთ დღეში 200 ათასი ადამიანის დასაქმებას ვერ შევძლებთ, თუმცა გვინდა, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან მასშტაბური იყოს გადაწყვეტილებები და, შესაბამისად, რაც შეიძლება მალე ამ ადამიანების მაქსიმალური ჩართვა მოვახერხოთ.

რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა იცის, ძალიან დიდი მოთხოვნაა დასაქმების სექტორთან, თუმცა ადეკვატურად ვერ ხდება მიწოდება. ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ, ვიმუშავებთ და ეს სტრუქტურა ისე უნდა ავაწყოთ, რომ მათ შორის კერძო სექტორისთვისაც გაჩნდეს შესაძლებლობა, დაასაქმოს ადამიანები, მაგრამ მოდელი უნდა იყოს ამისთვის წამახალისებელი. დარწმუნებული ვარ, იქნება ასეთი წამახალისებელი," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა შექმნან ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ.

დღის ამბები