გორის ჰოსპიტალში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღეს 2009–2013 წლებში გაეროში საქართველოს წარმომადგენელი, განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაიაც მივიდა. კახა ლომაიამ მისვლის მიზეზებზე ისაუბრა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის წინაღმდეგ აღძრულ საქმეებზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
"ჩამოვედი ჩემი მეგობრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად, თუ შესაძლებელი გახდება ჰოსპიტალში შესვლა, შევალ და ვნახავ," - განაცხადა კახა ლომაიამ.
ექსპრეზიდენტთან დღეს ადვოკატებიც შევლენ. გორის ჰოსპიტალში უკვე მივიდნენ დიტო საძაგლიშვილი, გიორგი გელხაური და შოთა თუთბერიძე. ეს იქნება უფლებადამცველების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც პატიმარი ექს პრეზიდენტი მკურნალობის გასაგრძელებლად ციხის საავადმყოფოდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.