"დროას"ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პოლიტიკოსი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას გადის. ექიმების თქმით, ჯერჯერობით, რთულია პროგნოზირება, თუ რა დრო დასჭირდება პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 17 დღე შიმშილობდა.