ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 23 ნოემბერი წმინდა გიორგის ბორბალზე გაკვრის და წამების დღეა.
2004 წელს სწორედ ამ დღეს გაიხსნა სამების საკათედრო ტაძარიც, სადაც წირვა დღეს დილის 10:00 საათიდან კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით დაიწყება.