16 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
როგორ უნდა მოხდეს ონლაინ კაზინოების შეზღუდვა - არასამთავრობო სექტორის ნაწილი მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს 

დროული და მნიშვნელოვანი - ასეთია იმ ორგანიზაციების შეფასება, რომელიც წლებია ონლაინ კაზინოების შეზღუდვას მოითხოვენ. ისინი მიესალმებიან პრემიერის ინიციატივას და აცხადებენ, რომ ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, რომ დღეს მოქალაქეთა 35% აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. ბოლო კვლევის მიხედვით, კი გამოკითხული 3080 14-დან 17 წლამდე არასრულწლოვნიდან 12% უკვე დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ინიციატვივს სწორად წარმართვის მიზნით გარკვეული რეკომენდაციებიც აქვთ შემუშავებული - მაგალითად, ამბობენ, რომ კარგი იქნება თუკი სოციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისგან. ამ კომისიაში კი ფსიქოლოგის ჩართვის აუცილებელობაზეც საუბრობენ, რადგან მათი განმარტებით, აკრძალვამ, შესაძლოა სავალალო შედეგიც კი გამოიწვიოს. 

"პრემიერის ინიციატივა იყო, ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი, რომელმაც იმედის ნაპერწკალი გააჩინა იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ონლაინ სამორინეების რეგულირების ჩარჩოებში მოქცევა,"- აცხადებს მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმომადგენელი თამარ ჯაფარიძე.

დღის ამბები