16 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
არავითარი ადამიანის უფლებებზე ზრუნვით მთავრობას გადაწყეტილება არ მიუღია, ეს იყო სტრასბურგის მითითება - შოთა თუთბერიძე

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მორიგი წერილი ისევ დავის საგანი ხდება. ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებული წერილი 19 ნოემბრით თარიღდება და მასში ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ავალებს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა გაუწიოს.

წერილში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომელიც განმცხადებლის ამჟამინდელ შეცვლილ სამედიცინო მდგომარეობაზეა მორგებული 2021 წლის 17 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობამ კონკრეტული მიმართულება მისცა და დაავალა ეზრუნა სააკაშვილზე. 

"არავითარი ადამიანის უფლებებზე ზრუნვით მთავრობას გადაწყეტილება არ მიუღია, თუ მთავრობის მიზანი იყო ადამიანის უფლებებზე ზრუნვა მას ეს შეეძლო გაეკეთებინა საერთოდ სტრასბურგის მიმართვის გარეშე. რეალურად სტრასბურგმა, მეორე წერილით პირდაპირ დაავალა და მიუთითა ადამიანებს, რომლებიც უტიფარი ტყუილებით ცდილობდნენ რაღაცებს, რა ევალებოდა სახელმწიფოს და დაავალა გაითვალისწინეთ სახალხო დამცველის, კონსილიუმის დასკვნაო და ამის მიხედვით უზრუნველყავით პრეზიდენტისთვის სამედიცინო დახმარებაო,"- აცხადებს ადვოკატი. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი კი განმარტავს, რომ ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

დღის ამბები