16 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
მნიშვნელობა მაშინდელი 23 ნოემბრის ცალსახაა, თუმცა მოლოდინები არ გაამართლა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მთელი საქართველო ჰყავდათ პოლიტიკური ტერორის ჯაჭვში - ანრი ოხანაშვილი

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 2003 წლის 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" თარიღთან დაკავშირფებით დღეს აქცია-მსვლელობა გამართა და ცოცხალი ჭაჭვი შეკრა. 

შეგახსნებთ, 2003 წლის 23 ნოემბერს, პარლამენტში სხდომის მიმდინარეობისას, დარბაზი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს.

შევარდნაძე გადადგა, რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

2003 წელს განვითარებულ მოვლენებს დღეს მმართველი გუნდის წევრებიც გამოეხმაურნენ. დეპუტატებმა ისაუბრეს, როგორც ვარდების რევოლუციაზე, ასევე მის შემდგომ განვითარებულ პროცესებზე და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გამართულ აქციაზე. 

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, როფგორც არ უნდა ეცადოს "ნაციონალური მოძრაობა, რომ დღევანდელი დღე 2003 წლის 23 ნოემბერს დაუკავშიროს, ყველასთვის ნათელია, რომ საზოგადოებამ მათ უარი უთხრა.

"საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრა ამ მოძრაობას, ვინაიდან ამ ადამიანებმა, თუ რამე შეეძლოთ ჩაედინათ იმ 9 წლის განმავლობაში, ჩაიდინეს ყველაფერი. პოზიტივი და მნიშვნელობა მაშინდელი 23 ნოემბრის ცალსახაა, მოლოდინები გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა მოლოდინები არა თუ არ გაამართლა "ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ მთელი საქართველო ჰყავდათ პოლიტიკური ტერორის ჯაჭვში," - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ვარდების რევოლუციის" შემოქმედები მალევე გახდნენ რადიკალური და ძალადობრივი რეჟიმის დამფუძნებლები.

"თავის დროზე ეს პროცესები უნდა ყოფილიყო იმის დასაბამი, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტივი შემოსულიყო, თუმცა სამწუხაროდ, ამ ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემოქმედებმა მალევე დაიწყეს ისეთი პროცესები და გახდნენ რადიკალური და ძალადობრივი რეჟიმის დამფუძნებლები, რომლებმაც სამწუხაროდ საქართველოს მოუტანა ადამიანის სიცოცხლის ღირსების უგულებელყოფა და ტერიტორიების დაკარგვა,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები