16 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია - ნიკა მელია

რუსთაველზე ოპოზიციის ცოცხალი ჯაჭვის აქცია მიმდინარეობს. აქცია ორგანიზატორებმა ვარდების რევოლუციის 18 წლისთავს დაამთხვიეს. ცოცხალი ჯაჭვი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეკრეს.

აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი თავისუფლების მოედნიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე აქვთ გაკეთებული. 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რევოლუცია უკვე დაწყებულია და ხელისუფლება პოლიტიკურ და მორალურ კრიზისს ვერ გაუძლებს. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ერთობა არსებობს და ეს ერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, რამაც ცვლილებები უნდა მოიტანოს. რა არის ეს - ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები. უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია, პროცესია, შეუძლებელია, რომ რეჟიმმა, რომელიც არის არა უბრალოდ პოლიტიკურ, არამედ კიდე უფრო მძიმე - მორალურ კრიზისში, შეძლოს თავისი ყოფის გახანგძლივება,"- აცხადებს ნიკა მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა ხაბაზის განცხადებით, ეს აქცია ნიშანია, რომ პროტესტი გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. 

"ჩვენ ამ აქციით სიმბოლურად გამოვხატავთ, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვარდების რევოლუციის მიერ ჩაყრილ საფუძველს, ახალი საქართველოს საფუძველს ვუჭერთ მხარს. და ამავდროულად, ეს აქცია არის ნიშანი, რომ პროტესტი გრძელდება, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი,"-აცხადებს კობა ხაბაზი. 

დღის ამბები