20 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
გაწევს თუ არა კბილებით "ნიჭიერის" კორკურსანტი 12 ტონიან მანქანას - დღეს რუსთავი 2-ის მაყურებელს მეგაშოუს ახალი სანახაობა ელის

ბოლოს წინა შესარჩევი ტური ნიჭიერში. დღეს "რუსთავი 2-ის" მაყურებელს მეგა შოუს ახალი სანახაობა ელის. დღეს გავიგებთ, ვინ დაიმსახურა "ოქროს წვიმა" და გამოიყენა თუ არა ლმობიერმა ჟიურიმ წითელი ღილაკი. ასევე, ვიხილავთ ვინ და რა ნომრით გადავიდა კონკურსის ახალ ეტაპზე.

დღეს თქვენ ნახავთ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ მრავალრიცხოვან ლანჩხუთელ ოჯახს, 12 წლის ბაიკერს, ტრადიციულად, ილუზიონისტს და საქართველოში სპეციალურად ჩამოსულ უცხოელ ნიჭიერებს.

გავიგებთ, გაწია თუ არა კბილებით 12 ტონიანი მანქანა ერთ-ერთმა კონკურსანტმა.

დღის ამბები