16 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"ქართველ ხალხს სჭირდება ევროპული პერსპექტივა" - სტრასბურგში ქართული დელეგაცია ევროპარლამენტარების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფს შეხვდა

სტრასბურგში ქართული დელეგაციის შეხვედრები გრძელდება. დელეგაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დღეს ევროპარლამენტარების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფს შეხვდნენ. სასაუბრო თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.

საქართველოს წარმომადგენლებმა ევროდეპუტატებს ახალი დღის წესრიგი გააცნეს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას დააჩქარებს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარებთან განიხილეს ისიც, რომ ქვეყნაში მიმდინარე პროცესები ნეგატიურად არ აისახოს ევროკავშირთან ურთიერთობაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან საუბრობენ ყველა აქტუალურ თემაზე, მათ შორის, შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, მიმდინარე პროცესებზე და მიხეილ სააკაშვილზეც.

ევროდეპუტატები კი "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე დასავლელი პარტნიორები საქართველოს მხარს უნდა უჭერდნენ.

"ვფიქრობ საქართველო ევროატლანტიკური მიმართულებით სწორ გზაზე დგას, ეს კი არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ ქართველი ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების დადებით შედეგზე და იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა დაადასტურა საკუთარი პოზიცია და ინტერესი ხელისუფლების მიმართ ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ უნდა დავინახოთ ის პოზიტიური ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პოლიტიკური ტურბულენტობაც, მაგრამ მნიშვნელოვანია შეიცვალოს ნარატივები, მათ შორის აქაც, ევროპარლამენტშიც, რადგან ქართველ ხალხს სჭირდება ევროპული პერსპექტივა და ჩვენ პასუხისმგებლობა გვმართებს, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ," - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პეტერ ვიტანოვმა. 

"საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, განსაკუთრებით პოლონეთისთვის. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვთ, უკეთ გვესმის ქართველების ოცნებების, ევროინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. თქვენ მტკიცედ შეგიძლიათ თქვათ, რომ გსურთ იყოთ დასავლეთის ნაწილი, რადგან ისტორიულად ასეცაა. საქართველოს აქ უნდა ჰყავდეს რუსეთის ინტერესებისგან დამცველები, ესაა საერთო საქმეა, რადგან თქვენი დასავლური მისწრაფებაა, ჩვენს ინტერესშიცაა," - აღნიშნა  ევროპარლამენტარმა, რიშარდ ჩარნეცკიმ. 

დღის ამბები