16 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
სააკაშვილმა დერეფანში 5 წუთის განმავლობაში სიარული შეძლო - ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა არის დადებითი და ნელ-ნელა ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი წესრიგდება.

"ნელ-ნელა, ყველაფერი უკეთესად ხდება. პირველი მცდელობა გვქონდა გუშინ დილით, რომ დერეფანში გაგვევლო, მაშინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ როგორც თვითონ მითხრა, გუშინ საღამოს შეძლო, რომ 5 წუთის განმავლობაში, გაევლო დერეფანში,"- აღნიშნავს ექიმი-ენდოკრინოლოგი, სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ელენე გიორგაძე.

დღის ამბები