16 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
სააკაშვილმა კიდევ 3 კგ დაიკლო, პალატაში ვერ ხედავს სინათლეს, ნორმალურად ვერ სუნთქავს ჰაერს - ლიზა იასკო

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი მეუღლე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფებოდა. მან ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს:

"ის თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს. მუდმივად სტუმრობს ექიმი, ტარდება სხვადასხვა სახის პროცედურები. ის საკმაოდ გახდა, სასამართლოს შემდეგ კიდევ 3 კილოგრამი დაიკლო. პალატაში ვერ ხედავს სინათლეს, ნორმალურად ვერ სუნთქავს ჰაერს. ასეთი ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის ეს ნორმალური არ არის. მოხარული ვარ, რომ მისი ნახვის საშუალება მომეცა,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო

საქართველოს ექსპრეზიდენტის მონახულებას აპირებს უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეციც.

დღის ამბები