16 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა მხარს დაუჭერს

საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას მხარს გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობა დაუჭერს - ამის შესახებ კოალიციური მთავრობის ვრცელი შეთანხმების დოკუმენტში წერია.

გერმანიის მთავრობა ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებისთვის იმუშავებს.

მათი ხედვით, ისეთ ქვეყნებს, როგორებიც უკრაინა, მოლდოვა და საქართველოა, ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ახალი მთავრობა მტკიცედ და საიმედოდ იმოქმედებს ქვეყნებში დემოკრატიული რყევების დროს და იქნება დემოკრატიული მოძრაობების პარტნიორი.

დღის ამბები