სახალხო დამცველი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებას, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს მიმდინარე კვირას მოუსმინოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს, რის შემდეგაც კანდიდატები ასარჩევად პლენარულ სხდომას წარედგინება.