16 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
"სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში უნდა ჩაერთოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა" - ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაში საზოგადოების ყველა ფენა უნდა ჩაერთოს.

უდუმაშვილი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ინიცირებულ "საზოგადოებრივი კომიტეტის" შექმნის იდეას. 

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ვფიქრობ, არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიზანი, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა და, ბუნებრივია, ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყველა პარტია, შეუერთდება თუ არა ამ კომიტეტს,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

დღის ამბები