16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
"თავი დაანებეთ დესტრუქციას და საბოტაჟს" - ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს თბილისში ეხმაურებიან - "თავი დაანებეთ დესტრუქციას და საბოტაჟს" ასეთია მმართველი გუნდის მთავარი მოწოდება.

"ქართულ ოცნებაში" კოლეგებს ახსენებენ, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.

"თავი დაანებონ საბოტაჟს და დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას. თუ ამის რესურსი არ დარჩათ, მათ მოუწევთ კანონთან წინააღმდეგობაში შესვლა და ასევე, პასუხისგება,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური. 

დღის ამბები