16 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ცესკომ ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი ცნობილია - საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც მიღებისთანავე ამოქმედდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცესკოს საკრებულოების სხდომის თარიღის დანიშვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა და მას პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელ ორგანოდ მიიჩნევს. ამასთან, საკრებულოების ძველმა შემადგენლობამ რამდენიმე რეგიონში უკვე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელზეც ოპოზიციის შეფასებით, ახალარჩეულ საკრებულოებს უნდა ემსჯელა.

დღის ამბები