16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
საკრებულოებში მიმდინარე პროცესები სრულად შეესაბამება კანონმდებლობას, ენმ-ს საბოტაჟის საშუალება არ მიეცემა - ანრი ოხანაშვილი

მმართველ გუნდში, ბათუმსა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს, "ნაციონალური მოძრაობის" საბოტაჟს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას:

"ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სავსებით ლეგიტიმურად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თავის საქმიანობას. პოლიტიკურად, "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც სურთ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, მათ ამ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემათ,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

დღეს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, ბათუმსა და ზუგდიდში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. დაპირისპირების ფონზე, დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა. 

დღის ამბები