16 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ, ამათ აუცილებელად ჩამოვანგრევთ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, ციხიდან ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, წერილს აქვეყნებს, სადაც ის თავის თანამოაზრეებს მოუწოდებს მასობრიობა გაზარდონ და აქტიურობა არ გააჩერონ. 

"ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია.

ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ!

თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ!"- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები