16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდშია - დელეგაციის წევრები საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდშია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას. შეხვედრებისას, ყურადღება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და ასამბლეის წევრ სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე გამახვილდება.

"ძირითადი საკითხები, პირველ რიგში იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკის გატარება, ასევე რიგ ქვეყნებთან საუბარი იქნება სავაჭრო ურთიერთობაზე, არაბულ ქვეყნებთან კი, ტურიზმის უფრო დიდი ნაკადების შემოსვლაზე,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძ. 

ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

დღის ამბები