16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მომავალი - რა მოლოდინები აქვთ საქართველოში რიგის სამიტისგან

საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მომავალი - რამდენიმე დღეში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრი რიგის სამიტზე იქნება მიმართული. ლატვიაში NATO-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ვაშინგტონი ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

საქართველოს რამდენიმე გზავნილი უკვე მიღებული აქვს, კერძოდ ის, რომ რუსეთის შეკავება NATO-ს მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანაში ისინი რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთ მექანიზმად ღია კარის პოლიტიკას ტოვებენ.  

ოპოზიციაში, მინისტერიალზე უფრო მეტ აქცენტს, შავის ზღვის უსაფრთხოების კუთხით ელოდებიან. 

"საქართველოს კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავისი ეროვნული დღის წესრიგი წინ წამოწიოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ფორუმით საქართველო შეეცდება დააჩქაროს NATO-ში გაწევრიანებისკენ თავისი სვლა,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია. 

სამიტამდე შეფასებებს აკეთებენ მმართველ გუნდში. მათ მხოლოდ სამიტისგან მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი აქვთ. 

გიორგი ვოლსკი განცხადებებს, რომელიც ფორუმზე კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, "მოქმედების დაწყების სიგნალს" უწოდებს: 

"ვერბალური განცხადებები, როდესაც ამ დონეზე - ფორუმზე კეთდება, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება, ამას ჰქვია მოქმედების დაწყების სიგნალი. როდესაც NATO-ს სამიტზე საუბრობენ და იმ პოზიციაზე, რომელიც საქართველოს უნდა ჰქონდეს, ვფიქრობ ცოტა გულუბრყვილო ანალიზია, ვინაიდან გაცილებით უფრო სიღრმისეულად ხდება ამ თემაზე შეთანხმება. მიმდინარეობს კონსულტაციები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები