16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი გალის მოსახლეობას ახალი წლიდან ახალ შეზღუდვებს უწესებს

ახალი წლიდან ოკუპანტი, ოკუპირებული გალის მოსახლეობას ახალ შეზღუდვებს უწესებს. პირველი იანვრიდან ენგურის გავლით, დე ფაქტო აფხაზეთში შესვლა ან მისი დატოვება, ე.წ ცნობა N9-ის საფუძველზე შეუძლებელი გახდება. გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტავთ.

განაცხადის გაკეთება ადგილობრივებმა არაერთხელ სცადეს, თუმცა ე.წ პასპორტს მაინც არ აძლევენ. ქართველი ანალიტიკოსების თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ 30 000-მდე ეთნიკურ ქართველს არ ჰქონდეს ე.წ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება. მეორე, კი მათი ეტაპობრივი განდევნაა.

ეთნიკური ქართველების უფლებების შეზღუდვის მორიგ ფაქტს - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის გავლენის ზრდასაც უკავშირებენ. რაც ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კრემლის კედლებში გამოწვრთნილი ინალ არძინბას დანიშვნას უკავშირდება. პირის, რომელიც პუტინის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ერთგული კადრია.

რბილი ძალიდან ქმედით ნაბიჯებზე გადასვლას უწოდებს კრემლის მორიგ პროვოკაციას მამუკა არეშიძე. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ "წმენდას" იწყებს.

ქართული კვალის წაშლას ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპანტი უკვე წლებია ცდილობს. ამ მიმართულებით გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯი 2 თვის წინ გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვაა.

დღის ამბები