16 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მადრიდში გრძელდება - კახა კუჭავა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მადრიდში გრძელდება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.

პარალელურად, კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, მალტის, ქუვეითისა და ბაჰრეინის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

"საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე როგორც წესი ჩვენ კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ქვეყნებთან, რომელთანაც გვაქვს შეზღუდული დიპლომატიური წვდომა. ისეთი ქვეყნები, რომლებიც ძირითადად აზიის და აფრიკის რეგიონში მდებარეობენ, ყოველთვის არიან ხოლმე რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის," - ამბობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები