02 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
"ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და იღებს კიდეც" - ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი

ესტონელი ბიზნესმენი ოლეგ ოსინოვსკი "ფორბსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დამოკიდებულებები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ის "ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და იღებს კიდეც".

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, რაც საქართველოსთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

"თუ დღევანდელ ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ, ვთვლი, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დამოკიდებულებები სხვადასხვაგვარია, მაგრამ ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და იღებს კიდეც გადაწყვეტილებებს.

მე ვიტყოდი, რომ ეს მისი ცალსახა პლუსია, რაზეც კამათი არ შეიძლება.
მას შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, არ ეშინია და გადაწყვეტილებებს იღებს სწრაფად.

ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ეს თვისება მახსოვს და ვაფასებ ჯერ კიდევ წინა პრემიერობიდან. დღესაც ვთვლი, რომ ეს ძალიან ღირებულია და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანიც…

თუ ის შეძლებს ისეთი გუნდის შეკრებას, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების არ შეეშინდება, თუნდაც მცდარი გადაწყვეტილებები იყოს.

ბიზნესურად მნიშვნელოვანია, რომ CEO იღებდეს გადაწყვეტილებებს, თუნდაც ცდებოდეს შემთხვევების 49%-ში, მაგრამ შემთხვევების 51%-ში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, მაშინ წარმატებულია კომპანია, მაგრამ თუ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებს, ეს ბიზნესისთვის ყველაზე საშიშია," - განაცხადა ბიზნესმენმა.

დღის ამბები