16 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ონლაინ სათამაშო ბიზნესი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა "შავი სია" და აიკრძალება რეკლამის სატელევიზო, გარე და ქართულ საიტებზე განთავსება - პრემიერი 

მთავრობა ონლაინ სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს - პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ონლაინ სათამაშო სექტორი 65-70%-ით დაიბეგრება, ამოქმედდება მოთამაშეთა "შავი სია" და აიკრძალება რეკლამის სატელევიზო, გარე და ქართულ საიტებზე განთავსება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გაიზრდება ასაკობრივი ზღვარი და მოქალაქეებს 25-წლამდე აეკრძალებათ აზარტული თამაშის უფლება. 

როგორ მოხდება ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულირება - პრემიერი 3 ძირითად მიმართულებას განმარტავს:

 "მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო რას გულისხმობს ჩვენს მიერ ინიცირებული რეგულაციები. ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება. ჯამურად დასაბეგრი სექტორების გადასახდელი თანხა გაიზრდება 65-70%. მეორე საკითხი, ასაკობრივი ზღვარი, 25 წლამდე აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება ჩვენს მოქალაქეებს. აქაც გაწერილი გვაქვს თუ, კონკრეტულად ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა. ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომელებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირები რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება აზარტულ თამაშებზე წვდომა შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. მესამე საკითხი, რეკლამის შეზღუდვა აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნეს ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება. ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები