საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნების პროცესი, როდესაც ქვეყნის ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტი სამუშაო არის ჩასატარებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღირსეული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის.
მისივე თქმით, დანიშვნის პროცესის გაგრძელებით იმედგაცრუებული არიან.
"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება და არ მოხდა ამ პროცესის შეჩერება. საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არის მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელების საჭიროება, რასაც საქართველო აკეთებს ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამაზე პოლიტიკურ ლიდერებს შორის მოლაპარაკება 19 აპრილის შეთანხმებისას მოხდა, რომელიც რეფორმების განსახორციელებლად ძალიან კარგ გზამკვლევის წარმოადგენს. ეს ითვალისწინებდა ვენეციის კომისიისა და სხვა რეკომენდაციებს
მათ მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ საგზაო რუკაზე ამ რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებაში. ეს არის ძალიან სასარგებლო საგზაო რუკა, რომლის ყველა ელემენტი ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლის ექსპერტების რეკომენდაციებს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა მოთხოვნილი იყო პარლამენტის მიერ. ასე რომ, ეს ფაქტობრივად არის საერთაშორისო რეკომენდაციები საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც პარლამენტმა თავად ითხოვა. გაუგებარია, რატომ გრძელდება დანიშვნების პროცესი, როდესაც საქართველოს ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტი სამუშაო არის ჩასატარებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღირსეული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, რასაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა.
ჩვენ განცხადებაში ნათლად აღვნიშნეთ, რომ გთხოვთ განახორციელეთ აუცილებელი სამუშაო, რომ საუკეთესოდ გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, როგორ საუკეთესოდ იყოს უზრუნველყოფილი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, ღირსებას და მიუკერძოებლობას.
ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ინვესტორების მოზიდვა. ჩვენ გვსურს მეტი ინვესტიცია ვნახოთ, რაც თავისთავად მეტ სამუშაოს წარმოქმნის და ქვეყნის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მათ ამისთვის უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ დავები მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ გადაწყდება. ასევე მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედების თანაბარი პირობები. ეს მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად," - განაცხადა კელი დეგნანმა.