საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიასთან სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი შეხლა-შემოხლა მოხდა.
აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვას ისევ ცდილობდნენ, რის აღსაკვეთადაც, პოლიციამ, სავარაუდოდ, ისევ წიწაკის სპრეი გამოიყენა; პარალელურად, აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს.