16 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც, პერიოდულად, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ახლდა.

დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავაც. ამ დროისთვის, აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს 7 ნოემბრის საქმეზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

დღის ამბები