16 ნოემბერი 2024,   14:04
ვრცლად
ხალხს აშკარად ბრძოლა სწყურია... - გიორგი არველაძე დუბაიდან ოპოზიციას მომენტით სარგებლობას და ომახიანი მოქმედებისკენ მოუწოდებს

ენმ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი და TV იმედის ყოფილი დირექტორი, გიორგი არველაძე რომელიც დუბაიში იმყოფება ოპოზიციის ლიდერებს ხმამაღალ და უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას მოუწოდებს.

"ხალხს აშკარად ბრძოლა სწყურია. მოწყენილი პოლიტიკოსები კი დაღლილად ითავსებენ პოლიტიკური კომენტატორობის ფუნქციას, ყურებჩამოშვებულები იძლევიან ზოგად-ანალიტიკურ ინტერვიუებს და შიგადაშიგ უფრო დაღლილი სადღეგრძელოებით აზავებენ.

არადა როგორ ითხოვს მომენტი ლიდერის ომახიან მოწოდებას: "ყველანი სასწრაფოდ სასამართლოსთან!"- წერს არველაძე ფეისბუკის საკუთრ გვერდზე. ენმ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი 2012 წლიდან საზღვარგარეთ საქმიანობს. 

ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

დღის ამბები