16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ის რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ - მიხეილ სააკაშვილის მოწოდება სასამართლო დარბაზიდან

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს. მე-3 პრეზიდენტმა მისთვის მიცემული სიტყვა პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენა. სააკაშვილმა საზოგადოებას რამდენიმე კითხვით მიმართა და ერთობლივად მოქმედებისკებნ მოუწოდა:

"ჯერჯერობით მაქვს ძალა რომ ფეხზე დამდგარი ვიყო...

 მე მინდა პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის ტყვეთ აყვანის წინ და ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული. მინდა გკითხოთ ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა?! არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების, სიახლე და აღმშენებლობა?! არ მოგენატრათ სიყვარული, სითბო და გამარჯვების ზეიმი. თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ..." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

დღის ამბები