ქართული დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტისთვის ემზადება. შეხვედრები ასოცირებული ტრიოს ფორმატში გაიმართება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ფორმატის შეხვედრები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე იმართება, რაც დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებს კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას მისცემს სამიტამდე მათი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.
"პირველი ვიზიტი ტრიოს ფორმატში გაიმართა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ეს არის უკვე დონით უფრო მაღალი ვიზიტი პრემიერ-მინისტრების ფორმატში. ვიზიტი იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, 14-15 დეკემბერს გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის, რომ ევროკავშირში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან იყოს განხილული ის პრიორიტეტული მიმართულებები და მოლოდინები, რა მოლოდინებიც ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს აქვთ დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.