საქალაქო სასამართლოსთან აქციის დროს განვითარებული მოვლენების გამო "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მმართვე პარტიაში ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა და მისი მხარდამჭერები არ შეიყვანოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მათ კანონდარღვევა მოუწიოთ.
"ახალი არაფერი არ იქნება გარდა იმისა, რომ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ალბათობით ვერაფერს ვერ იტყვის იმასთან დაკავშირებით, რაც აქვს ბრალად წარდგენილი. უნდა ეყოს გამბედაობა, ადამიანობა, ვაჟკაცობა იმისა, რომ მხარდამჭერები არ შეიყვანოს ისეთ სიტუაციაში, როდესაც მოუწევთ კანონის დარღვევა და შემდეგ ამ კანონდარღვევისთვის სრულიად სამართლიანად მოუწევთ პასუხისგება. მოვუწოდებ ცხელ ჰავებს "ნაციონალური მოძრაობაში", რომ ხელი აიღონ იმ განზრახვებისგან, რომელიც დაანოსეს,"- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, შეკრების უფლება აქვს ყველას, თუმცა ეს არ უნდა იყოს გამოყენებული რადიკალიზაციის კერების შესაქმნელად.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუამ კი სააკაშვილს საქალაქო სასამართლოში გაკეთებული განცხადებების გამო ცინიკოსი და ჯალათი უწოდა.
" მთავარი დაპირება რაც იყო 2012 წელს, რომ ნომერ პირველი ჯალათი ციხეში უნდა ყოფილიყო, შენ ხარ ჯალათი, რომელიც იმდენად ცინიკოსი ხარ, იმის მაგივრად, რომ გამოხვიდე და თქვა შეცდომა დავუშვი, ტრაგედია და დანაშაული იყო, ამის მაგივრად გადაბრალებები დაიწყო,"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.