მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარების დამძიმების ეპიზოდს იხსენებს. მისი თქმით, გონება 20 წუთის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული და რეანემატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა გადაარჩინა.
"ეს იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს სახელწიფოს შემქმნელის მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს - არ იყოს სააკაშვილი და იყოს ქიბროწაშვილი, რა უფლება აქვთ, რომ ამის შემდეგ საერთოდ ვინმე იღებთ ხმას საერთოდ სამართალდამცველი სისტემიდან. იმის შემდეგ, როდესაც მე არ აღმომიჩინეს, როდესაც იქ არ იყო არცერთი მრავალპროფილური სპეციალისტი. ბედმა გამიღიმა რომ ადვოკატების თანდასწრებით დავკარგე გონება და ბედმა გამიღია რომ იმ დილას, როდესაც შემომხედა კონცლაგერის მთავარმა ექიმმა, ჩათვალა რომ უკვე ვკვდები და ნამდვილად არ უნდოდა რომ იგივე ხალხს, ვინც ჩემი სიკვდილი დააორგანიზა... ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, მოსაკლავი აქტი, იმიტომ რომ ყველა მონაცემები იყო სასიცოცხლო დონეზე ქვემოთ, ფეხები მქონდა დასივებული, პრაქტიკულად ვერ დავდიოდი, ვეღარც ვაზროვნებდი და რომ დაინახა ამ ქალმა რომ ვკვდები, სასწრაფოდ გამოიძახა თამთა დემურიშვილი და გულიკო ქილიფთარი, რადგან ჩემს პირად ექიმს არ უშვებდნენ. გულიკო ქილეფთარმა გადაარჩინა. გონება მქონდა დაკარგული თითქმის 20 წუთის განმავლობაში. ძალიან კარგად მახსოვს გულიკო ლოყაში მირტყამდა, თან მკოცნიდა და თან მეუბნებოდა - არ მოკვდე, არ მოკვდეო. დიდი მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს. სიტყვა "არ მოკვდე" კარგად მახსოვს და რეანიმატოლოგისგან ეს მაინცდამაინც კარგი გასახსენებელი არ არის," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.