მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არ მოსწონს ის რეალობა რაც რუს ტურისტების მიერ და რუსულ პროდუქტთან დაკავშირებით საქართველოში ხდება.
"მე რომ ბათუმში ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, ძალიან ბევრი რუსი დადის. რუსები სხვადასხვანაირები არსებობენ, მაგრამ რაღაც საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი წარმოშობის პროვინციული რუსები, რომლებიც ყიდულობენ იმ ბინების 70%-ს, რომელიც იქ შენდება. მე დავინახე, რომ მაგალითად ციხის მაღაზიაში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ელემენტარული რაღაცები, ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი, სხვათა შორის, მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში, იქ ეს ყველაფერი აკრძალულია, რადგან უკრაინა რუსეთთან მეომარი ქვეყანაა, ისევე, როგორც საქართველო," - აღნიშნა სააკაშვილმა.