16 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
"ისინი არიან ცოტა იმედგაცრუებულები და ცოტა დაღლილებიც კი მუდმივი პოლიტიკური კრიზისისგან, რაშიც ქართული სახელმწიფო ვცხოვრობთ" - ომბუდსმენმა ვაშინგტონში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მისი მთავარი გზავნილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის დემოკრატიულ საკითხებში შეერთებული შტატების მხარდაჭერაა.

არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა - ეს ის თემებია, რომლებიც დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილება. ერთ-ერთ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დეპარტამენტს, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

"ისინი არიან ცოტა იმედგაცრუებულები იმით, რაც ხდება ზოგადად ქვეყანაში და ცოტათი დაღლილებიც კი იმ მუდმივი პოლიტიკური კრიზისისგან, რაშიც ჩვენ ქართველები და ქართული სახელმწიფო ვცხოვრობთ.

თუმცა, ჩემი მთავარი სათქმელი იყო ის და იქნება მთელი კვირის განმავლობაში, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემები, თუმცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებას.

საქართველოში არიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც გვაქვს ხედვები როგორ შეიძლება გადაილახოს ის პრობლემები, რაც გვაქვს იგივე სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, თუ პოლიტიკური პოლარიზების, თუ არჩევნების მიმართულებით და სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ გვქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის იმედი," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები