16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
პრემიერი ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს, რაც ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა - ვახტანგ მახარობლიშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან, რაც ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

"დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან; ორ კვირაში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას.

თვითონ ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება ევროკავშირის სამივე პრეზიდენტი - ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, მნიშვნელოვანი აღიარებაა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობისა და მათი ამბიციებისა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების კონტექსტში," - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღის ამბები