16 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
გუშინ გვაჩვენა სააკაშვილმა, რომ არავითარი მეტამორფოზა არ განუცდია, არავითარი სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთზე - ალეკო ელისაშილი

სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ერთ საათიანი სიტყვა პოლიტიკური განხილვის თემაა. როგორც ირკვევა, ოპოზიციიის ნაწილს ყოფილი პრეზიდენტისგან სინანულის მოლოდინი ჰქონდა, ამის არარსებობამ კი დაარწმუნა, რომ სააკაშილი არ შეცვლილა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ ირწმუნებიან, რომ სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მეტამორფოზა არ განუცდია. 

"გუშინ გვაჩვენა სააკაშვილმა, რომ არავითარი მეტამორფოზა არ განუცდია, არანაირი დასკვნები არ გამოუტანია და არანირი სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთურ რაღაცეებზე, რაც მას აქვს ჩადენილი. გაიმართლოს თავი, თუ არაფერი დაუშავებია, თუ მართლა ტელევიზიით უყურებდა ყველაფერს და გირგვლიანის საქმე არ არსებობდა და გელაშვილმა თავი იცემა, ქონება წაირთვა და პარლამენტიდან თვითონ გაიგდო თავი, ცამდე მართალი თუ არის და მამა აბრამის ბატკანი, გაიმართლოს თავი, წავიდეს სტრასბურგში,"- აცხადებს ელისაშილი. 

პარლამენტის ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ მანამ, სანამ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი სასამართლო, ყველა საქმე იქნება პოლიტიზირებული

დღის ამბები