16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები წარადგინა

კახა კალაძემ, თბილისის მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები წარადგინა. მან ვიცე-მერად კვლავ ირაკლი ხმალაძე დაასახელა:

"ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით. თუმცა თვითკმაყოფილების უფლება და საფუძველი არ გვაქვს, რადგან თბილისში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა არსებობს, რომელსაც უფრო მეტი ენერგიით უნდა დავუპირისპირდეთ. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი, საჭიროა კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ თანამდებობებზე. მე, როგორც დედაქალაქის მეორედ არჩეული მერი, ვალდებული ვარ საზოგადოებას წარვუდგინო ის ადამიანები, რომლებიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩემთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. 

ვიცე მერის თანამდებობაზე კვლავ წარმოგიდგენთ - ირაკლი ხმალაძეს. 

მერის მოადგილის პოსტზე წარვადგენ - ილია ელოშვილს, ირაკლი ბენდელიანს, ანდრია ბასილაიას.

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - ვალერი ჭიღლაძე. 

ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს - გიორგი აბუთიძე. 

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს - ვახტანგ ლომჯარია. 

გარემოს დაცვის  საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი.

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს - ირაკლი გვილავა. 

იურიდიულ საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე. 

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების  საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი

მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა. 

საფინანსო  საქალაქო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე. 

უსაფრთხოების  საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე. 

მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურს - კახა გულედანი. 

თბილისის ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას კი, კვლავ ვიქტორ წილოსანი წარმართავს. 

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად წარვადგენთ - ირაკლი თავართქილაძეს

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი კი, თეიმურაზ ბოლოთაშვილი იქნება,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები