16 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ადამიანების ხოცვას, ბიზნესის რეკეტს, ციხის წამებებს შეცდომად მიიჩნევს და ზოგ შემთხვევაში ყველაფერი გადააბრალა მერაბიშვილს - ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, დღეს კრიტიკოსებად ის ადამიანები არიან, ვინც 7 ნოემბერს ძალადობასთან იყვნენ კავშირში.

"გამოჩნდა საერთოდ რა პოლიტიკური მიზნები აქვს სააკაშვილს და მის გუნდს, სწორედ ამისთვის სჭირდებოდა სასამართლოზე მისვლა. იქ თქვა კიდეც, რომ მეორედ აღარ მივიდოდა სასამართლოზე. როდესაც ტყეს ჭრიან, შეიძლება ნაფოტებიც ცვიოდესო, ანუ მე ვაშენებდი სახელმწიფოსო და იქ თუ ვინმე დაიღუპა ან აწამეს, მე ამას არ გამოვრიცხავო. არანაირი სინანული მის გამოსვლაში არ იყო და არც ველოდით ამას,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას თქმით კი, სააკაშვილს შეუძლია იჩივლოს და სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში წარადგინოს.

"მიხეილ სააკაშვილს არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნია, დანაშაულებს, ადამიანების ხოცვას, ბიზნესის რეკეტს, ციხის წამებებს შეცდომად მიიჩნევს და ზოგ შემთხვევაში თავი აარიდა ყველაფერს და გადააბრალა ვანო მერაბიშვილს, რომელსაც ხერხემალს უწოდებდა, აი ეს ფენომენია სააკაშვილი. შეუძლია გაასაჩივროს, თუმცა იცის, რომ დასავლეთის სასამართლო იგივეს მიუსჯის და ამას არ აკეთებს,"- აცხადებს ზარქუა.  

დღის ამბები