16 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
საქართველოსა და უკრაინასთან უმნიშვნელოვანესია NATO-ს ​პარტნიორობა მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოსა და უკრაინასთან უმნიშვნელოვანესია NATO-ს ​პარტნიორობა მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის - ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის გახსნაზე გააკეთა.

მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი სწორედ შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოება და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებია.

მინისტრები განიხილავენ ნატოს გაძლიერების საკითხს, გლობალურ გამოწვევებს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ვითარებას ბელარუსის საზღვარზე.

 

დღის ამბები