მიხეილ სააკაშვილთან ამ წუთებში დეპუტატი კობა ნაყოფია იმყოფება. მანამდე კი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა.
"თუ კვლავ მოხდება გზების გადაკეტვა მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება 18-ე დაწესებულებაში - ეს არის მუქარა ბუნებრივია. სააკაშვილი, ბუნებრივია, არ ემორჩილება მუქარას და მისი მოწოდება იქნება ის, რომ ხალხმა 2 დეკემბერს მშვიდობიანად გააპროტესტოს სააკაშვილის პოლიტიკური დევნა,"- აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.