სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში ადგილზე "სირცხვილიას" აქტივისტები იმყოფებიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, სუსი ყველას უსმენს, რაც უნდა დასრულდეს.
მათ ადგილზე ბანერების გარდა მუსიკალური ინსტრუმენტი მიიტანეს და ხმაურის ფონზე მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობით კიდევ ერთხელ აპროტესტებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ფარულ მოსმენასა და თვალთვალს.
"სირცხვილიას" წევრები ამბობენ, რომ უწყება დღეს "ქართული ოცნების" დაკვეთებს ასრულებს.
სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, აქცია საინფორმაციო სახისაა.
"მინდა ყველამ იცოდეს, რომ თუკი რამ ცუდი სჭირს, ყველაფერი აქედან იგეგმება, შევახსენებთ სუსს, რომ გვახსოვს მათი ყოველი ბოროტება და არ ვაპატიებთ,"- აცხადებს მაქარაშვილი.