16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს - პრემიერი

ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას უხდის.

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ასოცირების ტრიოს ფორმატში ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ევროკავშირს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერზე".

დღის ამბები