16 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლის პოლიტიკური შეფასებები პარლამენტში - ოპოზიცია და ხელისუფლება ვითარების ესკალაციას ერთმანეთს აბრალებს

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაკეთებული განცხადებები დღეს პარლამენტის პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემა იყო.

"ქართული ოცნება" დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით პოლარიზების მასშტაბების შემცირება ვერ ხერხდება.

ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის შესახებ განცხადებების გაკეთება ყოველ დღე უწევთ.

"ქართული ოცნება" თვლის, რომ სააკაშვილმა თავისი რეალური სახე გუშინ კიდევ ერთხელ გამოაჩინა. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ნანობს არაფერს, მისტირის დაკარგულ ძალაუფლებას და რჩება საქართველოსთვის საშიშ პერსონად.

ოპოზიცია სააკაშვილის განცხადებების შინაარსის პირდაპირი შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა მმართველ პარტიას, რომელსაც სხვისი რიტორიკა არ მოსწონს, თავად უწუნებს სასაუბრო ენას და მიდგომებს.

ურთიერთბრალდებები ორივე მხრიდან ერთი და იგივეა, ოპოზიცია და ხელისუფლებაც ვითარების ესკალაციას ერთმანეთს აბრალებს.

სასესიო კვირა, რომელიც ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, უკვე მინისტრის საათის ფორმატში გაგრძელდება. ხვალ კანონმდებლების წინაშე ანგარიშით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წარდგება. მომდევნო დღეებში კი პარლამენტში აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლებულ თეა წულუკიანს ელოდებიან.

დღის ამბები