ეკონომიკა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით 2021 წლის ოქტომბრის მაჩვენებელი 6,9%ს შეადგენს. 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ს შეადგენს. ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, გართობა-დასვენება და საკვების მიწოდების საქმიანობა - წლევანდელი ეკონომიკის ზრდა ქვეყნის არაერთ სექტორში ფიქსირდება.
ოპოზიციური სპექტრისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის რიცხვები რეალობას აცდენილია, ხოლო მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკის ზრდა მთავრობის სწორი ნაბიჯების დამსახურებაა.