21 იანვარი 2022,   21:36
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობამ გაამყაროს ის წარმატება, რაც უკვე მიღწეულია და მოახდინოს სუსტი მხარეების იდენტიფიცირება - უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასოცირებული ტრიოს თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ქვეყნებს აქვთ გულახდილი და ყოვლისმომცველი საუბარი სხვადასხვა განზომილებაზე და იმ საკითხებზე, რაც სამივე ქვეყანა გააძლიერებს.

"ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მიზანია რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა გახდეს უფრო ძლიერი და უფრო მდგრადი. ინკლუზიურობა და მეტი მეტისთვის მიდგომა - ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ გაამყაროს ის წარმატება, რაც უკვე მიღწეულია, ასევე მოახდინოს სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. რა თქმა უნდა არის საჭიროება იმის რომ განსაზღვრულ იყოს ევროკავშირის ინიციატივის მთავარი მიზანი.

ჩვენი მესიჯი ნათელია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვხატოთ მზაობა ამ განვითარების მისაღწევად. აუცილებელია ჩვენი მოქალქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევა. აღმოსავლეთ პარტნიორობის გათვალისწინებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ევროკავშირის მხარდაჭერა არის ნათელი და სამივე ქვეყანა გააძლიერებს თანამშრომლობას," - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

დღის ამბები