20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
რა განსხვავებაა "მწვანე სტატუსის" დამდგენ ორ აპლიკაციას შორის - შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის განმარტება

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, "მწვანე სტატუსის" შემოწმების მიზნით შექმნილი ორივე აპლიკაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე გადმოიწერა ასეულობით ადამიანმა.

ბექა ფერაძე იქვე განმარტავს, თუ რა სხვაობაა ორ აპლიკაციას - Covid Pass-სა და Georgia e-health-ს შორის. 

"განვმარტავ, თუ რა სხვაობაა ორ აპლიკაციას შორის - Covid pass აპლიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული იმისთვის, რომ მოქალაქემ შეძლოს ყველა იმ სერვისით სარგებლობა, სადაც მოთხოვნილია "მწვანე პასპორტის" კონცეფცია. ამავე აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც საზღვარზე წარადგინა კოვიდსტატუსის ცნობა - ის სრულად შეძლებს სარგებლობას ამ აპლიკაციით. 
რაც შეეხება Georgia e-health-ს, იქნება იმ შემთხვევაში გამოყენებული, როდესაც მოქალაქეს სურს საზღვარგარეთ მოგზაურობისას მიიღოს სხვადასხვა სერვისები. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანას აქვს დანერგილი და აღნიშნული აპლიკაცია ინტეგრირებულია 51 ქვეყანასთან,"-განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა. ვისაც "მწვანე სტატუსი" არ აქვს, შესვლა ეკრძალება რესტორნებში, კინოთეატრებში, გასართობ ცენტრებში, სასტუმროებში და სხვა დაწესებულებებში. ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების მიღება-მიწოდების მიზნით, შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც ხდება ადამიანების შემოწმება - აქვთ თუ არა მათ "მწვანე სტატუსი". 

იმისათვის, რომ პიროვნებას ჰქონდეს "მწვანე სტატუსი", უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული; ან ჰქონდეს გადატანილი კორონავირუსი; ან გაკეთებული ჰქონდეს PCR ტესტი (72 საათიანი ვალიდურობის) ან ანტიგენის სწრაფი ტესტი (24 საათიანი) ვალიდურობის

დღის ამბები